dfgსკაუტურ მოძრაობას საფუძველი ჩაეყარა XX საუკუნის დასაწყისში ინგლისში. მისი დამაარსებელი იყო რობერტ ბადენ-პაუელი. ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრება ორ უმნიშვნელოვანეს საქმეს მოახმარა. ეს იყო ინგლისური არმია და სკაუტური მოძრაობა. რობერტ სტეფენსონ სმიტ ბადენ-პაუელი, ცნობილი როგორც ბიპი, 1957 წლის 22 თებერვალს დაიბადა ლონდონში. მისი ბაბუა იყო რკინიგზის გამომგონებლის ჯორჯ სტეფენსონის შვილი.
ბადენ-პაუელმა სკოლის დამთავრების შემდეგ სამხედრო ცხოვრება აირჩია. 1876 წელს ის ინდოეთში წავიდა როგორც არმიის ოფიცერი დაზვერვაში, კარტოგრაფიაში და შენიღბვაში. მისი წარმატებები იმდინედ მნიშვნელოვანი იყო, რომ მალე მან დაიწყო ახალწვეულების საველე მომზადება. ბადენ პაუელის მეთოდები არატრადიციული იყო იმ პერიოდისათვის – იქმნებოდა მცირე ჯგუფები ანუ პატრულები, რომლებიც მოქმედებდნენ ერთი ლიდერის ხელმძღვანელობით და რომლებსაც ჰქონდათ წახალისების თავისი სპეციფიკური სისტემები. ინდოეთის შემდეგ იგი მსახურობდა ბალკანეთში, სამხრეთ აფრიკასა და მალტაში.

წარმატებებმა ბადენ პაუელს ეროვნული გმირის დიდება მოუტანა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბადენ პაუელმა აღმოაჩინა, რომ მისი სახელმძღვანელო (”სახელმძღვანელო დაზვერვაში”) დაწერილი ჯარისკაცებისათვის ძალიან პოპულარული იყო ახალგაზრდებს შორის და ფართოდ გამოიყენებოდა მასწავლებლების მიერ სკოლაში. ერთ-ერთ შეხვედრაზე მას სთხოვეს, რომ დაეწერა მანამდე არსებულზე უკეთესი სახელმძღვანელო ბავშვთა აღზრდის სისტემის შესახებ.
ამ მიზნით 1907 წელს ბადენ პაუელმა მოაწყო ექსპერიმენტალური ბანაკი კუნძულ ბროუნსიზე 22 ბავშვისათვის. ექსპერიმენტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მომდევნო წელს ბადენ პაუელმა გამოსცა წიგნი “სკაუტინგი ბავშვებისათვის”, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მთელ ქვეყანში ბავშვები ქმინდნენ სკაუტების პატრულებს. სკაუტინგი სწრაფად გავრცელდა ბრიტანეთის იმპერიაში, ხოლო იქიდან მთელ მსოფლიოში.
1910 წელს ბადენ პაუელი ინგლისის მეფის ედუარდ V რჩევით, რომ მთლიანად სკაუტინგისათვის მიეძღვნა თავისი ცხოვრება, გადადგა სამხედრო სამსახურიდან.
ბადენ-პაუელი 1912 წელს დაქორწინდა ოლავ სოუმსზე, რომელიც იყო მისი დამხმარე და პარტნიორი ამ საქმეში. სწორედ ეს ქალბატონი ჩაუდგა სათავეში გოგონათა სკაუტური მოძრაობას და მის განვითარებას.
პირველი საერთაშორისო სკაუტური შეკრება _ ჯამბორი _ ჩატარდა 1920 წელს ლონდონში. დახურვის ცერემონიის დროს ბადენ პაუელი ერთხმად გამოაცხადეს მსოფლიოს მთავარ სკაუტად.
მესამე მსოფლიო ჯამბორი, რომელიც ჩატარდა 1929 წელს ქალაქ ბირკენჰედში, ინგლისში, უელსის პრინცმა ბრიტანეთის სამეფო კარის სახელით ბადენ-პაუელს პერის ტიტული მიანიჭა. ბადენ-პაუელმა გილველის ლორდის ტიტული მიიღო.გილველის პარკი იყო საერთაშორისო ცენტრი ლონდონში სკაუტი ლიდერების მოსამზადებლად.
ბადენ პაუელი გარდაიცვალა 1941 წელს 83 წლის ასაკში.

ბმულები


Copyright 2010 - scouts.ge
Designed by Ramaz Matcharashvili