dfg
სკაუტინგი ეს არის … ცხოვრებისეული განათლება,

მოძრაობა ახალგაზრდობისთვის, საერთაშორისო,

ღია ყველასთვის, მიზანდასახული გართობა,

გამოწვევა მოზარდებისათვის, ნებაყოფლობითი,

არაპოლიტიკური, არასამთავრობო.

სკაუტინგი … ეს არის მეთოდი.

სკაუტინგი … ეს არის ცხოვრების წესი.

სკაუტები ხვდებიან რეალურ მოთხოვნილებებს.

სკაუტები ჩართული არიან …

სკაუტინგი ეს არის …
dfg
ცხოვრებისეული განათლება

სკაუტინგი ავსებს სკოლასა და ოჯახს, მოთხოვნილებებით, რომლებიც სხვაგან არსად არ შეგხვდებათ. სკაუტინგი ანვითარებს თვითშემეცნებას, კვლევის, აღმოჩენის, ცოდნის სურვილის მოთხოვნილებას. სკაუტები აღმოაჩენენ სამყაროს საკლასო ოთახის მიღმა, გამოავლენენ რა სხვების ცოდნას, რომ შეისწავლონ ის და გადასცენ სხვებს.

მოძრაობა ახალგაზრდობისთვისdfg

სკაუტინგი არის მოძრაობა … მოძრაობაში. განვითარება და ადაპტირება ყველგან ადგილობრივ მოთხოვნილებებთან შესაბამისად.

საერთაშორისო

აღიარებული სკაუტური ორგანიზაციები და განყოფილებები არსებობს 216-ზე მეტ ქვეყანაში და ტერიტორიაზე. სკაუტინგს არასოდეს შეუწყვეტია ზრდა 1907 წელს მისი დაარსებიდან მოყოლებული. დღეს 25 მილიონზე მეტი წევრია – ბიჭები და გოგონები. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სკაუტინგის წევრების რაოდენობა გაორმაგდა. ზრდის უმეტესი ნაწილი განვითარებად ქვეყნებზე მოდის.

ღიაა ყველასთვის
dfg

სკაუტინგი ღიაა ყველასთვის, მიუხედავად რასობრივი თუ რელიგიური კუთვნილებისა, ვინც ეთანხმება მისი დამაარსებლის რობერტ ბადენ-პაუელის მიერ შემუშავებულ მიზანს, პრინციპებსა და მეთოდს.

მიზანდასახული გართობა

დასვენების საშუალებით, სკაუტინგი ეხმარება ახალგაზრდებს, განვითარდნენ ფიზიკურად, ინტელექტუალურად, სოციალურად და სულიერად.

dfg
ასევე გამოწვევა მოზარდებისათვის

შანსი, დაეხმარო ახალგაზრდებს. თაობებს შორის ურთიერთგაგების გაუმჯობესების საშუალება. თავიანთ საქმიანობაში უფროსი ლიდერები იღებენ ძვირფას ცოდნასა და გამოცდილებას, რაც ხელს უწყობს მათ პიროვნულ განვითარებას.

ნებაყოფლობითი

სკაუტებსა და ლიდერებს უნდა უნდოდეთ, რომ შეუერთდნენ სკაუტინგს.

არაპოლიტიკური, არასამთავრობო

სკაუტინგი არ წარმოადგენს და არც უნდა წარმოადგენდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ორგანიზაციას. თუმცა, სკაუტები წაქეზებული არიან კონსტრუქციული წვლილი შეიტანონ თავიანთ თემში, საზოგადოებაში და ქვეყანაში.

სკაუტინგი არის … მეთოდი
dfg
პირადი ვალდებულების ჩამოყალიბება -

ცხოვრების უბრალო წესით: სკაუტის კანონი და პირობა.

სწავლა საქმით -

აქტიური მონაწილეობა სხვებთან ერთად.

მცირე ჯგუფებში მუშაობა -

პატრულებში, ლიდერული და გუნდური უნარ-ჩვევების და ინდივიდუალური პსაუხისმგებლობის განვითარებისათვის.

განვითარებადი პროგრამები -

პროგრესული აქტივობები, რომლებიც ეფუძნება ახალგაზრდების ინტერესებს. აქტივობები ბუნებასთან კავშირში, მდიდარი გარემოს შესწავლა, სადაც არის უბრალოება, შემოქმედება და აღმოჩენები ერთიანდება, რომ უზრუნველყოს თავგადასავლები და გამოწვევა.

სკაუტინგი არის… ცხოვრების წესი:
dfg
სულიერი განზომილება -

ცხოვრების სულიერი ღირებულებების ძებნის ვალდებულება მატერიალური სამყაროს მიღმა.

სოციალური განზომილება -

საზოგადოების განვითარებაში მონაწილეობა, სხვათა ღირსებისა და ბუნებრივი სამყაროს ერთიანობის პატივისცემა. მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა ადგილობრივ, ნაციონალურ და საერთაშორისო დონეებზე.
dfg
პიროვნული განზომილება -

პიროვნული პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება და პასუხისმგებლიანი თვითგამოხატვის სურვილის სტიმულირება.

სკაუტები ჩართული არიან: რეალურ მოთხოვნილებებთან შეხვედრა

სკაუტები ხვდებიან რეალურ მოთხოვნილებებს
dfg
სკაუტები ჩართული არიან მრავალი პრობლემის მოგვარებაში, რომლებიც იმ საზოგადოებების წინაშე დგას, სადაც ისინი ცხოვრობენ. სკაუტები მუშაობენ საზოგადოების სხვა წევრებთან ერთად, რომ მიაღწიონ ერთობლივ მიზნებს. ისინი მუშაობენ მეგობრებთან, მეზობლებთან, საზოგადოების ლიდერებთან და სხვა ორგანიზაციებთან ერთად. ბევრი მუშაობს ორმხრივი თანამშრომლობის პროექტებზე განვითარებადი და განვითარებული ქვეყნების სკაუტებს შორის.

სკაუტები ჩართული არიან…
dfg
ბავშვის ჯანმრთელობა
ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება;
წყლის გაწმენდა და სანიტარია;
მშვიდობიანი განათლება;
ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების სწავლება;
რისკის ქვეშ მყოფი ბავშვები;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია;
ოჯახის ცხოვრების შესახებ განათლება;
ბავშვთა უფლებები;
სურსათის წარმოება და სოფლის მეურნეობა;
ეკოლოგიის შენარჩუნება და განათლება;
აღდგენადი ენერგია;
ტყის მასივების აღდგენა;
შრომის უნარ-ჩვევების სწავლება;
ახალგაზრდების უმუშევრობა;
იმიგრაციული საზოგადოებები;
განვითარების პრობლემების შესახებ განათლება;
სხვა ღონისძიებები.

ბმულები


Copyright 2010 - scouts.ge
Designed by Ramaz Matcharashvili