მსოფლიო სკაუტური ემბლემა

სადაც არ უნდა იყო მსოფლიოში, თუ შენ შეხვდები სხვა ადამიანებს, რომლებიც ამ ბეჯს ატარებენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის წევრები. 28 მილიონზე მეტი ბიჭი და გოგონაა სკაუტინგის წევრი მსოფლიოში.
ეს სიმბოლო შექმნა ბადენ-პაუელმა და მის თითოეულ ნაწილს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს:
მის ცენტრში მოთავსებულია თეთრი შროშანი, რომელიც ჩრდილოეთს აღნიშნავს, ფერსა და ყვავილს მშვიდობისა და სიწმინდის ტრადიციული მნიშველობა აქვთ. ყვავილის სამი ფურცელი აღნიშნავს სკაუტური პირობის სამ ნაწილს. ორი
ვარსკვლავი არის სიმართლისა და ცოდნის ღია თვალები და მათი თითოეული ბოლო აღნიშნავს სკაუტურ კანონებს. ეს ყველაფერი განლაგებულია სამეფო იასამნისფერ ფონზე, რაც გამოხატავს ლიდერობასა და ხელმძღვანელობას.
საბოლოოდ, სკაუტინგის ერთიანობა წამოდგენილია როგორც დიდი წრე, იგი შეერთებულია საზღვაო კვანძით, რომლის გახსნაც შეუძლებელია.
სკაუტური დევიზი
სკაუტური დევიზია: “იყავი მზად“.
კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ეს დევიზი, ბადენ პაუელმა უპასუხა, რომ სკაუტი ყოველთვის მზად უნდა იყოს ფიზიკუად და გონებრივად, რათა შეასრულოს თავისი ვალი, გადალახოს დაბრკოლება და დაეხმაროს სხვებს.
ბადენ პაუელი არ გულისხმობდა მხოლოდ ფიზიკურ მზადყოფნას. მისი აზრით, ყველა სკაუტმა უნდა შთააგონოს საკუთარ თავს, გამოადგეს საზოგადოებას, შეეცადოს შექმნას ნათელი მომავალი როგორც თავისთვის, ასევე სხვებისთვისაც.
იყავი მზად ცხოვრებისათვის – ნიშნავს, იცხოვრო ბედნიერად, იმედგაცრუების გარეშე, მტკიცედ შეხვდე ნებისმიერ სირთულეს და გააკეთო ყველაფერი რაც შეგიძლია. ყოველივე ამას გულისხმობს სკაუტური დევიზი.
სკაუტური ხელისჩამორთმევა
სკაუტები ერთმანეთს მარცხენა ხელს ართმევენ და არა მარჯვენას. ეს ბადენ პაუელმა გადმოიღო ერთ-ერთი აფრიკული ტომიდან, რომლის მეომრებიც განსაკუთრებული ნდობისა და მეგობრობის ნიშნად მარცხენა ხელს ართმევდნენ სხვებს.
სკაუტური ნიშანი
სკაუტური ნიშანი კეთდება მარჯვენა ხელით, რომელიც აღმართულია მხრის დონეზე, ხელის გული მიმართულია წინ, სამი შუა თითი მიჯრილია ერთამანეთზე, ხოლო ცერა თითი ეფარება ნეკა თითს. სამი თითი აღნიშნავს სკაუტინგის სამ პრინციპს, ხოლო წრე ცერა თითსა და ნეკა თითს შორის – სკაუტინგის მსოფლიო ოჯახს.
სკაუტური მისალმება
სკაუტური მისალმება კეთდება მარჯვენა ხელით, რომელიც მოხრილია იდაყვში და მიტანილია მარჯვენა შუბლთან, ხელის გულით წინ. სკაუტური მისალმება ხდება მხოლოდ უნიფორმით და გამოხატვას ფორმალურ მისალმებასა და პატივისცემას. ის გამოიყენება ისეთი განსაკუთრებული შემთხვევების დროს, როგორიცაა დროშის აღმართვა ან დაშვება, ფიცის წარმოთქმა და ა.შ.
სკაუტური ყელსაბამი
სკაუტური ყელსაბამი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლო სკაუტინგში. ყველა სკაუტურ ჯგუფს აქვს თავისი ყელსაბამი, რომელიც განასხვავებს მათ სხვებისგან. ყელსაბამი შემოიღო ბპ-მ და იგი სამკუთხედის ფორმისაა.
ყელსაბამის გამოყენება შეიძლება ძალიან ბევრ შემთხვევაში, მაგალითად ნაღრძობებისა და მოტეხილობის დროს არტაშანიის დასადებად, დროშად სიგნალების გადაცემისას, თოკის არქონის შემთხვევაში, ქარბუქის და ხანძრის დროს სახის ასახვევად და ა.შ.
სკაუტური ფორმა
სკაუტური მოძრაობის დაარსებისთანავე სკაუტები ატარებენ ფორმას. ის შეესაბამება თნამედროვეობას, ეროვნებას, ტრადიციებს. ზოგიერთ ქვეყანაში ის ტრადიციულია და რამდენიმე ათწლეულის ისტორია აქვს. ფორმა შედგება შარვლისაგან, პერანგისგან, სკაუტური ყელსაბამისგან, თავსაბურავისა და წინდებისაგან.

