ქქსმო-ს მმართველობის უმაღლესი ორგანოა რეგიონალური კონფერენცია. მასში მონაწილეობას იღებს ყველა აქტიური ლიდერი რეგიონში და ტარდება 2 წელიწადში ერთხელ. რიგგარეშე რეგიონალური კონფერენცია შეიძლება მოწვეულ იქნას რეგიონალური კაბინეტის ან რეგისტრირებული აქტიური ლიდერების 1/3-ის მოთხოვნით.
რეგიონალური კონფერენცია:
* ირჩევს რეგიონის თავმჯდომარეს, ამტკიცებს რეგიონალურ კაბინეტს და ირჩევს რეგიონალური სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს;
* იღებს დოკუმენტებს, რომლებიც განსაზღვრავენ ქქსმო-ს სტრატეგიას, პროგრამებს და სხვა საქმიანობებს რეგიონში;
* განიხილავს და ამტკიცებს რეგიონალური კაბინეტის მოხსენებას;
* ამტკიცებს რეგიონის ბიუჯეტს;
* ირჩევს რეგიონის დელეგატებს სსმო-ს გენერალურ ასამბლეაზე.
რეგიონალური კონფერენციას უფლება აქვს განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილებები ქქსმო-ს საქმიანობის ყველა საკითხზე თუ მას ესწრება დელეგატთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილებები მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით.
რეგიონალური კონფერენციების პერიოდში ქქსმო-ს საქმიანობას წარმართავს ქქსმო-ს რეგიონალური კაბინეტი. იგი შედგება 11 წევრისგან თავმჯდომარისა და გენერალური მდივნის ჩათვლით და ირჩევა 2 წლის ვადით.
რეგიონალური კაბინეტი:
* ხელმძღვანელობს სტრატეგიისა და პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მიღებულია რეგიონალური კონფერენციის მიერ;
* აკონტროლებს ქქსმო-ს ქონებას და ფინანსებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს ქქსმო-ს რეგიონალურ ბიუჯეტს;
* იღებს გადაწყვეტილებებს სხვა ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე;
* აწესებს ხელმძღვანელობის წესებსა და ინსტრუქციებს რეგიონში;
* აფუძნებს ქქსმო-ს სტრუქტურულ გაერთიანებებს, რესტრუქტურიზაციას უკეთებს ან აუქმებს მათ, აფუძნებს რაიონულ ორგანიზაციებს რეგიონში;
* ავსებს ვაკანტურ ადგილებს თავის რიგებში რეგიონალური კონფერეციის შემდეგ მოწვევმდე;
* იღებს და ათავისუფლებს რეგიონის პერსონალს;
* ამტკიცებს რეგიონალური კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს;
* იწვევს ქქსმო-ს რეგიონალურ კონფერენციას;
* განაგებს ქქსმო-ს საქმიანობას რეგიონში და წყვეტს სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
რეგიონალური კაბინეტი უფლებამოსილია თუ კენჭისყრას დაესწრო კაბინეტის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილებები მიიღება კაბინეტის სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით, ხმების გაყოფის შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტია.
რეგიონის თავმჯდომარე:
* ხელმძღვანელობს ქქსმო-ს საქმიანობას რეგიონში;
* წარადგენს რეგიონალური კაბინეტის წევრების კანდიდატურებს რეგიონალურ კონფერენციაზე;
* თავჯდომარეობს ქქსმო-ს რეგიონალური კაბინეტის შეხვედრებს;
* ხელს აწერს დოკუმენტებსა და განკარგულებებს, რომლებიც მიიღებულია რეგიონალური კაბინეტის მიერ.
გენერალური მდივანი:
* პასუხისმგებელია ქქსმო-ს მართვისა და ორგანიზაციულ საკითხებზე.
ადგილობრივი ორგანიზაციები შეიძლება შეიქმნას ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე წესდების შესაბამისად.

