სკაუტური მეთოდი არის თვითგანათლების პროგრესული სისტემა, რომლის საფუძველია:

* პირობა და კანონი;
* სწავლა საქმით;
* მცირე ჯგუფებში წევრობა (მაგალითად პატრულში), რაც მოიცავს, უფროსების ხელმძღვანელობით, პასუხისმგებლობის გაცნობიერებასა და გათავისებას და მომზადებას, რომელიც მიმართულია ხასიათის განვითარებასა და ცოდნის მიღებაზე, საკუთარი თავის რწმენის განვითარებაზე, როგორც თანამშრომლობის ასევე ხელმძღვანელობის უნარის ჩამოყალიბებაზე;
* მონაწილეთა ინტერესებზე დაფუძნებული სხვადასხვა პროგრესული და წამახალისებელი პროგრამები, მათ შორის თამაშები, სასარგებლო უნარ-ჩვევები, და საზოგადოებრივი სამსახური, რომლებიც უპირატესად ხორციელდება ღია ცის ქვეშ, ბუნებასთან უშუალო კონტაქტში.

ყველა სკაუტს აერთიანებს სკაუტის პირობა და კანონი, რომლის სიტყვებიც სხვადასხვა ქვეყნებში შეიძლება განსხვავებული იყოს თითოეული ქვეყნის თავისებურებებიდან გამომიდინარე, მაგრამ არსი უცვლელია.

საქართველოში დამკვიდრებულია შემდეგი სკაუტის პირობა და კანონი:

სკაუტის პირობა

“შევეცდები გავაკეთო ყველაფერი იმისათვის, რომ აღვასრულო ჩემი ვალი ღვთის, სხვათა და საკუთარი თავის წინაშე, შევასრულო სკაუტის კანონი”

სკაუტის კანონი

1. სკაუტის სიტყვას ენდობიან;

2. სკაუტი მუდამ გვერდში გიდგათ;

3. სკაუტი ყველასთვის მეგობარია და ყველა სკაუტის ძმაა;

4. სკაუტი ზრდილობიანია;

5. სკაუტი ბუნების მეგობარია;

6. სკაუტი არასოდეს ნებდება;

7. სკაუტი გულწრფელია ფიქრით, სიტყვითა და საქმით.

ბმულები


Copyright 2010 - scouts.ge
Designed by Ramaz Matcharashvili