ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის მიზანია სკაუტინგის განვითარება რუსთავსა და ქვემო ქართლში, რაც ხელს შეუწყობს:
* მოზარდი თაობის განვითარებას, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური, ემოციაონალური, სულიერი და სოციალური პოტენციალის სრულად გამოვლენას;
* მოზარდი თაობის ჩამოყალიბებას როგორც პიროვნებების, თავისი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეების და ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო საზოგადოებების სრულფასოვანი წევრების;
* პიროვნების ჩამოყალიბებას ეროვნული და მსოფლიო კულტურულ ფასეულობათა საფუძველზე;
* შეუქმნის მოზარდ თაობას პირობებს თვითგამოხატვისა და საკუთარი თავის დამკვიდრებისათვის;
* დაეხმარება მოზარდ თაობას პროფესიული ინტერესების ჩამოყალიბებასა და პრაქტიკული ჩვევების დაუფლებაში.
აღნიშნული მიზნების მისაღწევად ქქსმო ახორცილებს შემდეგ საქმიანობებს:
* აწყობს შეხვედრებს, ლექციებს, სემინარებს, ტრეინინგებს, გამოფენებს, კონფერენციებს, ექსპედიციებს, ექსკურსიებს, ბანაკებს, ლაშქრობებს, სპორტულ შეჯიბრებებს და სხვა ღონისძიებებს;
* ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს;
* მონაწილეობას იღებს სახვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ტრეინინგებში, ბანაკებსა და სხვა ღონისძიებებში;
* კოორდინაციას უწევს მცირე ჯგუფების საქმიანობას;
* აწყობს ახალგაზრდა ლიდერების ტრეინინგებს და ეხმარება მათ მოზარდი თაობის ძირითადი მოთხოვნილებებისა და ინტერესების განსაზღვაში და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაში;
* მოზარდებს უქმნის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობებს;
* აყალიბებს სხვადასხვა კლუბებს;
* კულტურული მემკვიდრეობის მოვლა და დაცვა;
* ბევრი სიცილი, გართობა და მხიარულება.

