უჯარმის საზაფხულო ბანაკი 2005

უჯარმის საზაფხულო ბანაკი 2005 ორგანიზებული იყო ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობისა და რუსთავის აღორძინებისა და განვითარების ფონდის მიერ და მასში მონაწილეობდა 15 ახალგაზრდა ლიდერი. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა ლიდერების ტრეინინგი. მონაწილეებმა გაიარეს ტრეინინგის კურსი სკაუტინგის საფუძვლებში, სკაუტურ მეთოდებში და ლიდერულ უნარ-ჩვევებში.
მანგლისის ეკო ბანაკი 2005
ეკო ბანაკი 2005 ორგანიზებული იყო მშვიდობის კორპუსის მოხალისეების მიერ და ჩატარდა მანგლისში, ალგეთის ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე. მასში მონაწილეობდა 40 სკოლის მოსწავლე მთელი საქართველოდან და მოიცავდა ორ ბანაკს, თითოეულს 1 კვირის ხანგრძლივობით.

ეკო ბანაკის მიზანი იყო საქართველოს სკოლის მოსწავლეებს შორის გარემოს დაცვის აუცილებლობის შეგნებისა და გარემოსდაცვითი აქტივობების განვითარების ხელშეწყობა ლიდერობითა და გუნდური მუშაობით. ამის შედეგად სკოლის მოსწავლეები უფრო კარგად მოემზადნენ, რომ გაუძღვნენ ადგილობრივ გარემოსდაცვით აქტივობებს, ასწავლონ სხვა თანატოლებს და დაიცვან ადგილობრივი გარემო. ქქსმო-ს სკაუტები მუშაობდნენ ბანაკში როგორც ლიდერები, ატარებდნენ აქტივობებს და მონაწილეობდნენ ბანაკის მართვაში.
რუსთავში სკაუტინგის განვითარების პროექტი, 2005 წლის ივნისი-დეკემბერი
პროექტი განხორციელდა კავკასიის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანი იყო სკაუტინგის განვითარება რუსთავში და მაღალკვალიფიცირებული ახალგაზრდა ლიდერების ტრეინინგი ისე, რომ მათ შეეძლოთ ბავშვებისა და მოზარდების ჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა, საზოგადოებისათვის სასიკეთო სხვადასხვა საგანმანათლებლო, გასართობი და სოციალური პროგრამების მომზადება და განხორციელება. პროექტმა მისცა მონაწილეებს თეორიული ცოდნა და პრაქტიკული შესაძლებლობები, რომ გაეზარდათ პატარა ჯგუფების მომავალი საქმიანობების დამოუკიდებლად გაცნობიერების, დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების, აგრეთვე სიტუაციების მართვის უნარი.
ლაშქრობა არმაზში

პროექტისა და ბანაკის მიზნების ეფექტური განხორციელების მიზნით, მონაწილეები, რომლებიც შეირჩნენ საზაფხულო სკაუტური ბანაკისათვის და მომავალ სკაუტ ლიდერებად, დაესწრნენ სპეციალურ 2 დღიან ტრეინინგს არმაზში. ისინი გაეცვნენ ზოგად ინფორმაციას სკაუტინგისა და მისი მიზნებისა და პრინციპების შესახებ. გარდა ამისა, ლაშქრობის მიზანი იყო მონაწილეების დაახლოვება ერთმანეთთან და მათი ადაპტაცია საბანაკო ცხოვრებასთან.
ჩონთოს საზაფხულო ბანაკი
ჩონთოს საზაფხულო ბანაკი 2005 ორგანიზებული იყო ზემოაღნიშნულ პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის მიერ 6-დან 13 აგვისტომდე და ჩატარდა იმერეთის რეგიონში, საჩხერის რ-ნში, სოფ. ჩონთოში.

ჩონთოს საზაფხულო ბანაკის მთავარი მიზანი იყო სკაუტინგში აქტიურად ჩართული ახალგაზრდა ლიდერების რაოდენობის გაზრდა. ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის ლიდერებმა ასწავლეს და გაუზიარეს თავიანთი ცოდნა, რომლებიც მათ შეიძინეს უკვე განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სკაუტი ლიდერების ახალ თაობას და შეიძინეს შემდგომი გამოცდილება ბანაკისა და ტრეინინგის კურსების განხორციელებით (ლოგისტიკის – ბანაკის მოწყობისა და ორგანიზების, მეთოდოლოგიის, ტექნიკური საკითხების შესახებ).

ახალგაზრდა ლიდერებმა (მონაწილეებმა) მიიღეს უდიდესი გამოცდილება. მათ გაითავისეს ბავშვებისა და ახლაგაზრდების ჯგუფების ლიდერობის მნიშვნელობა, შეიძინეს ცოდნა, როგორ დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ სკაუტური ღონისძიებები, რომლებიც ადაპტირებული იქნება ბავშვებისა და ახლაგაზრდების სპეციფიკურ მოთხოვნილებებთან. მონაწილეებმა გამოსცადეს ბუნებაში და როგორც ბუნების ნაწილად ცხოვრება. მათ განუვითარდათ შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები. ჯგუფში ცხოვრების შედეგად, მათ ისწავლეს საზოგადოებაში ცხოვრება და გუნდური მუშაობა.
კახეთის საშემოდგომო ბანაკი

პროექტის განმავლობაში ქქსმო-მ ჩაატარა ასევე საშემოდგომო სკაუტური ბანაკი კახეთის რეგიონში, გურჯაანის რ-ნში. ბანაკის შედეგად მომზადდნენ ახალი ახალგაზრდა ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ სკაუტური ღონისძიებები დამოუკიდებლად.
სხვა ღონისძიებები

პროექტის განხორციელების დროს ქქსმო-მ ორგანიზება გაუკეთა აგრეთვე სხვადასხვა ღონისძიებებს (ტრეინინგებს, სემინარებს, ლაშქრობებს, სამუშაო შეხვედრებს და სხვ.). ახლად მომზადებულმა ახალგაზრდა ლიდერებმა განახორციელეს აქცია “წიგნი ყველა ბავშვს”.
ეს აქცია დამოუკიდებლად იყო მომზადებული ახალგაზრდა ლიდერების მიერ ჩონთოს საზაფხულო ბანაკიდან. მთავარი მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებისა და ბიბლიოთეკების დახმარება (სასკოლო ბიბლიოთეკები უაღრესად მძიმე მდგომარეობაშია). ახალგაზრდა ლიდერებმა გადაწყვიტეს ახალი წიგნების შეძენა და სკოლებისთვის საჩუქრად გადაცემა. მათ შეარჩიეს ორი სკოლა რუსთავში.
ეს აქცია მნიშვნელოვანი იყო ორი ძირითადი მიზეზის გამო: პირველ რიგში, ხალხმა გაიცნო ქქსმო როგორც ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდობის დახმარება არაფორმალური განათლების მიღებაში, და აგრეთვე ამ აქციის შემდეგ უამრავი სკოლის მოსწავლე დაუკავშირდა მოძრაობას გასაწევრიანებლად.
ქქსმო-ს პრეზენტაცია და ფოტო-გამოფენა

ჩვენი ორგანიზაციის პრეზენტაცია და ფოტო-გამოფენა მოეწყო რუსთავში, 2005 წლის 29 დეკემბერს. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო პროექტის მიმოხილვის გაკეთება, სკაუტინგის პოპულარიზაცია საზოგადოებაში და მისი ჩართვა ჩვენს ღონისძიებებში, სკაუტინგის პოპულარიზაცია რუსთავსა და ქვემო ქართლში.
პრეზენტაციას და ფოტო-გამოფენას ორგანიზება გაუკეთეს ჩონთოს საზაფხულო ბანაკისა და სხვა განხორციელებული ღონისძიებების შედეგად მომზადებულმა ახალგაზრდა ლიდერებმა. საღამოზე მოწვეულები იყვნენ სტუმრები ქ. რუსთავის მმართველობიდან (ქ. რუსთავის ვიცე-მერი, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე), ქვემო ქართლის რეგიონალური ტელევიზიიდან, “კავკასიის თანამშრომლობის პროექტი – საქართველოდან” და “კავკასიის თანამშრომლობის პროექტი – შვეიცარიიდან”. საღამო წარიმართა სპეციალური პროგრამის მიხედვით ისე, რომ სკაუტებს საშუალება ჰქონდათ წარმოეჩინათ მათი შესაძლებლობები, შემოქმედებითი უნარი და აქტივობები. ჩვენი ორგანიზაცია, მისი მიზნები და ღონისძიებები წარმოდგენილი იქნა სტუმრებისა და მონაწილეებისათვის. ასევე მოეწყო უკვე განხორციელებული ღონისძიებების ფოტო-გამოფენა. სპეციალურად ამ დღისთვის დაიბეჭდა ბროშურები როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე და მასში მოცემულია ძირითადი ინფორმაცია სკაუტინგის, კავკასიის თანამშრომლობის პროექტის და ქვემო ქართლის სკაუტების ღონისძიებების შესახებ. საღამო გაშუქდა ქვემო ქართლის რეგიონალური ტელევიზიის მიერ.
ამ ღონისძიების შედეგად სკაუტებს საშუალება ჰქონდათ წარმოეჩინათ მათი შესაძლებლობები და უნარები. ჩვენი ორგანიზაცია და ღონისძიებები გაცნობილ იქნა საზოგადოებისთვის და ეს იყო ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი სკაუტინგის განვითარებისთვის რუსთავსა და ქვემო ქართლში.
საშემოდგომო ტრეინინგის კურსი 2005 შვეიცარიაში
ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს სკაუტი ლიდერების ტრეინინგში, რომელიც ჩატარდა უეტლიბერგში, შვეიცარიაში (PBშ შG 123-05), 12-დან 15 ოქტომბრამდე კავკასიის თანამშრომლობის პროექტის მიერ. ტრეინინგის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ცოდნა შემდეგ სფეროებში:

* სკაუტური უნარ-ჩვევები და მეთოდები და მათი ინტეგრაცია სკაუტურ აქტივობებში.
* სკაუტური მოძრაობის საფუძვლები.
* ახალგაზრდების ჯგუფის გაძღოლის უნარი გარემოსა და ასაკის შესაბამისად.
* სკაუტური ღონისძიებების მომზადება, განხორციელება და შეფასება.
* შვეიცარიელი და ქართველი სკაუტი ლიდერების ტრანსკულტურული ურთიერთობა.

