დმანისის საზაფხულო ბანაკი 2004

დმანისის საზაფხულო ბანაკი 2004, რომელიც ორგანიზებული იყო ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობისა და რუსთავის აღორძინებისა და განვითარების ფონდის მიერ კავკასიის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ქვემო ქართლის რეგიონში, დმანისის რაიონში, პანტიანის ტბასთან. მასში მონაწილეობდა 20 ახალგაზრდა ლიდერი. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სკაუტინგის განვითარება რუსთავსა და ქვემო ქართლში ახალგაზრდა ლიდერების მომზადებით,
ისე რომ მათ შეეძლოთ ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯგუფების შექმნა და წინამძღოლობა.
რაჭის საზაფხულო ბანაკი 2004

რაჭის საზაფხულო ბანაკი “ოლიმპოს მთის საიდუმლოებები” (აგვისტო, 2004), რომელიც ორგანიზებული იყო “კავკასიის თანამშრომლობის პროექტი – საქართველოს” მიერ, მოიცავდა ბანაკს ბავშვებისა და მოზარდებისთვის (11-15 წლები) და ტრეინინგის კურსს ახალგაზრდა ლიდერებისათვის (16-21 წლები). ღონისძიების მთავრი მიზანი იყო სკაუტინგში აქტიურად ჩართული ბავშვების, მოზარდების და ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა. განსაკუთრებით, თბილისთან შედარებით აქცენტი გაკეთდა ლიდერების ტრეინინგზე რეგიონებიდან.
უჯარმის საშემოდგომო ბანაკი 2004
უჯარმის საშემოდგომო ბანაკი 2004 ორგანიზებული იყო ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობისა და რუსთავის აღორძინებისა და განვითარების ფონდის მიერ და მასში მონაწილეობდა 15 ახალგაზრდა ლიდერი. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა ლიდერების ტრეინინგი. მონაწილეებმა გაიარეს ტრეინინგის კურსი სკაუტინგის საფუძვლებში, სკაუტურ მეთოდებში და ლიდერულ უნარ-ჩვევებში.

