რაჭის გაზაფხულის ტრეინინგის კურსი 2003

2003 წლის აპრილში ქქსმო-ს ლიდერებმა მონაწილეოაბა მიიღეს ტრეინინგის კურსში, რომელიც ორგანიზებული იყო “კავკასიის თანამშრომლობის პროექტი – შვეიცარიის” მიერ და ჩატარდა რაჭაში. მისი მიზანი იყო მონაწილეების კვალიფიკაციის ამაღლება შემდეგ სფეროებში:
დამოუკიდებელად აქტიური მოქმედებების განხორციელების და სიტუაციის კრიტიკულად შეფასების უნარის განვითარება;
ჯგუფის საქმიანობის შესახებ ინფორმირებულობა ლიდერების გუნდის შიგნით;ცოდნის შეფასების, დაგეგმვის და სხვებისთვის გადაცემის უნარის განვითარება.
უფრო დეტალურად, მონაწილეებმა ისწავლეს როგორ შეიმუშაონ დეტალური გეგმა, განახორციელონ და შეაფასონ ბანაკი ან ტრეინინგის კურსი ბავშვებისათვის, ახალგაზრდებისათვის და ლიდერებისთვის.
რაჭის საზაფხულო ბანაკი 2003
2003 წლის აგვისტოში ქქსმო-ს წევრები და ლიდერები მონაწილეობდნენ რაჭის საზაფხულო ბანაკში “ოჩოპინტრე და ტყის სულები”, რომელიც ორგანიზებული იყო “კავკასიის თანამშრომლობის პროექტი – საქართველოს” მიერ. ის მოიცავდა ბანაკს ბავშვებისათვის და ახალგაზრდებისათვის, და ლიდერულ ტრეინინგის კურსს ახალგაზრდა ლიდერებისთვის. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო საქართველოში სკაუტინგის განმტკიცება ახალგაზრდა სკაუტი ლიდერების მომზადებით, ისე, რომ მათ შეეძლოთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ საქმიანობებზე. ბანაკის შედეგად მონაწილეებმა შეისწავლეს შემდეგი:

* ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;
* სხვადასხვა სახის სიტუაციების მართვის უნარი;
* პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება;
* ინდივიდუალური მიღწევები სხვადასხვა ასაკის ჯგუფებში.

