
ეკო (ბუნების ეკოლოგიური დაცვა) პროექტი 2006
ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციარატი ჭეიშვილი (პროექტის დირექტორი)
raticheishvili@parliament.ge
მშვიდობის კორპუსის მოხალისეებიემილ გეჰრკე (პროექტის კოორდინატორი)
agehrke@gmail.com
საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრინინო ლაღიძე (პროექტის კოორდინატორი)
nino@gccw.org
ეკო პროექტი 2006 არის მშვიდობის კორპუსის მოხალისეების, საქართველოს
ბუნების შენარჩუნების ცენტრისა და ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის
ორგანიზაციის ერთობლივი პროექტი. პროექტი დაფინანსებულია ევროპაშიუსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო),საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევრაზიის ფონდის მიერ.
ეკო (ბუნების ეკოლოგიური დაცვა) პროექტი 2006-ის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს სკოლის მოსწავლეებს შორის გარემოს დაცვის აუცილებლობის შეგნებისა და გარემოსდაცვითი აქტივობების განვითარებას ლიდერობითა და გუნდური მუშაობით. ამის შედეგად სკოლის მოსწავლეები უფრო კარგად იქნებიან მომზადებული, რომ გაუძღვენენ ადგილობრივ გარემოსდაცვით აქტივობებს, ასწავლონ სხვა მოსწავლეებს და დაიცვან ადგილობრივი გარემო.
ეკო პროექტი განახორციელებს თავის მიზნებს შემდეგი ამოცანების მეშვეობით:
1. სკოლის მოსწავლეებისათვის ბუნებაში ცხოვრების უსაფრთხო და პოზიტიური გამოცდილების შექმნა;
2. სკოლის მოსწავლეებისათვის ტრეინინგების ჩატარება და აქტივობების
განხორციელება ლიდერულ უნარ-ჩვევებთან, კონფლიქტების მოგვარებასთან და გუნდურ მუშაობასთან დაკავშირებით;
3. სკოლის მოსაწავლეებს შორის გარემოს დაცვის შეგნების ამაღლება მათი ეკო-კლუბებში ჩართვითა და რეგიონალურ და ნაციონალურ ბანაკებში მონაწილეობით;
4. სკოლის მოსწავლეების ხელშეწყობა, რომ იყვნენ უფრო აქტიურები თავიანთ საზოგადოებებში, მონაწილეობდნენ და ხელმძღვანელობდნენ ეკოლოგიურ, ცხოველებისა და ველური ბუნების დაცვის საზოგადოებრივ პროექტებსა და აქტივობებს;
5. სკაუტინგის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს გარემოს დაცვის შეგნების ამაღლებასა და ბუნების დაცვას. სამიზნე ჯგუფი ეკო პროექტისათვის არის 12-17 წლის სკოლის მოსწავლეები, საქართველოს ყველა რეგიონში. ეკო პროექტის მონაწილეები შერჩეული არიან აპლიკაციების საფუძველზე, უპირატესობა ენიჭებათ იმ მოსწავლეებს, რომელთაც უკვე გამოავლინეს საზოგადოებრივი ლიდერის თვისებები ან აქვთ პოტენციალი იყვნენ ასეთები მომავალში.
ეკო პროექტს ადმინისტრირებას უწევს ქქსმო, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი. სამივე ჯგუფი გეგმავს, ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს პროექტს ყველა დონეზე. ბანაკის მენეჯერები ქქსმო-დან, მშვიდობის კორპუსის მოხალისეებიდან და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრიდან უზრუნველყოფენ ყველა რეგიონალური და ნაციონალური ბანაკის მომზადებას.
ეკო პროექტი შედგება 3 ძირითადი კომპონენტისგან: ეკო-კლუბები, რეგიონალური ბანაკები და ნაციონალური ბანაკები. თითოეულში მონაწილეობენ 12-17 წლის სკოლის მოსწავლეები, რომლებიც შერჩეულები არიან აპლიკაციების საფუძველზე.
ეკო-კლუბები
2006 წლის იანვრიდან ეკო-კლუბები შეიქმნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში. ეკო-კლუბები იქმნება სკოლების ბაზაზე, როგორც სასკოლო პროგრამის შემდგომი ნაწილი ან ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ბაზაზე. ისინი იწყებენ მუშაობას 2006 წლის იანვრიდან და ამთავრებენ 2006 წლის დეკემბერში, საგაზაფხულო არდადეგების გამო ივლისიდან სექტემბრამდე შესვენებით.
ეკო-კლუბები კონცენტრირებულია მისი მონაწილეების დატრეინინგებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა გარემოსდაცვითი საკითხები, სკაუტური უნარ-ჩვევები, ლიდერული უნარ-ჩვევები და გუნდური მუშაობა. გარემოსდაცვითი ტრეინინგები მოიცავს თეორიულ ცოდნას ბუნებაზე და ბუნებისა და ადამინების ურთიერთქმედებაზე, აგრეთვე უფრო კონკრეტულ თემებს, როგორიცაა ადგილობრივი გარემოსდაცვითი პრობლემები და პრაქტიკულ აქტივოვებებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად.
რეგიონალური ეკო ბანაკები
ეკო-კლუბების ყველაზე წარმატებულ წევრებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ რეგიონალურ ეკო ბანაკებში. ერთი რეგიონალური ბანაკი თითოეულ რეგიონში ტარდება 2006 წლის ივნისიდან სექტემბრამდე. რეგიონალური ბანაკები ტარდება: იმერეთში (12-17 ივნისი), კახეთში (29 ივნისი-4 ივლისი), სამცხე-ჯავახეთში (8-13 ივლისი), აჭარაში (1-5 ივლისი) და ქვემო ქართლში (19-23 ივლისი). რაგიონალური ეკო ბანაკების მიზანია სკოლის მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება გარემოსდაცვით საკითხებზე. ტრეინინგები და აქტივობები მიმართულია სპეციფიკური გარემოსდაცვითი საკითხების შესწავლაზე, რომლებიც არსებობს იმ რეგიონში, სადაც ბანაკი ტარდება. რეგიონალური ეკო ბანაკები შესაძლებლობას აძლევს მონაწილეებს, რომ გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, მათ საზოგადოებებში არსებულ გარემოსდაცვით საკითხებზე, და იდეები და გადაწყვეტილებები, ამ საკითხების მოგვარების თაობაზე.
ნაციონალური ეკო ბანაკი
ეკო კლუბებისა და რეგიონალური ეკო ბანაკების საუკეთესო წევრები მონაწილეობას იღებენ დიდ, ნაციონალურ ეკო ბანაკში 2006 წლის აგვისტოში. ბანაკი იყოფა ორ ნაწილად: პირველი ბანაკი 12-14 წლის მოსწავლეებისათვის, ხოლო მეორე – 15-17 წლის მოსწავლეებისათვის. ნაციონალური ეკო ბანაკი ტარდება ბორჯომში, ქვაბისხევში, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე .
ნაციონალურ ეკო ბანაკს დაესწრებიან მოსწავლეები მთელი საქართველოდან, სადაც მათ ჩაუტარდებათ დამატებითი ტრეინინგები ბუნების დაცვაზე და მონაწილეობას მიიღებენ ლიდერულ და სკაუტურ აქტივობებში. ტრეინინგები იქნება უფრო პროფესიული სახის, რადგან ნაციონალური ეკო ბანაკის წევრები არიან ეკო პროექტის ყველაზე კვალიფიცირებული წევრები. მოწვეული სტუმრები საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ეხმარებიან ქვემო ქართლი სკაუტებს, საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრსა და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებს ტრეინინგების ჩატარებაში. ნაციონალური ეკო ბანაკის მონაწილეებმა უნდა უხელმძღვანელონ თანატოლ ეკო-კლუბის წევრებს ეკოლოგიურ და საზოგადოებრივ აქტივობებში თავიანთ კლუბებში, როდესაც განაახლებენ მუშაობას საზაფხულო არდადაგების შემდეგ.

