კავკასიის თანამშრომლობის პროექტი (CCP) ეს არის ქართველი და შვეიცარიელი სკაუტების გაერთიანება. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს სკაუტური მოძრაობის განვითარების მხარდაჭერა მისი ლიდერების ტრეინინგის საშუალებით.

პროექტი
პროექტი მოიცავს საქართველოსა და შვეიცარიის სკაუტების თანამშრომლობას. აქტიური და ყოფილი სკაუტი ლიდერები შვეიცარიიდან ხელს უწყობენ ახალგაზრდა სკაუტური ორგანიზაციის განვითარებას ამ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაში. ძირითადი აქცენტი კეთდება ქართველი ლიდერების მომზადებაზე და კონსულტაციასა და დახმარებაზე განვითარებაში და ლოკალური პროექტების რეალიზაციაში. ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული კავკასიის
თანამშრომლობის პროექტის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებში. უფრო მეტიც,ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით კავკასიის თანამშრომლობის პროექტსა და შვეიცარიელ სკაუტებს ქვემო ქართლში სკაუტინგის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის.

პროექტის ისტორია
კონტაქტი ქართველ და შვეიცარიელ სკაუტებს შორის დაიწყო 1999/2000 წლებში, როდესაც სამი შვეიცარიელი სკაუტი ლიდერი შეხვდა აზერბაიჯანულ დელეგაციას მსოფლიო ჯამბორზე ჩილეში. ბანაკში, აზერბაიჯანში, ისინი ასევე შეხვდნენ ქართველ სკაუტებს, შემთხვევითი შეხვედრა თანდათანობით გადაიზარდა ნაყოფიერ თანამშრომლობაში.
2002 წლის აგვისტოში სამკვირიანი ლიდერების მოსამზადებელი კურსი ჩატარდა იფიგენალპში, შვეიცარიაში ცამეტი ქართველი ლიდერისთვის. ლიდერები მთელი შვეიცარიიდან მონაწილეობდნენ ამ ღონისძიების ორგანიზებასა და განხორციელებაში. ქართველებმა გამოსცადეს კარვებით ბანაკაში ცხოვრება შვეიცარიულ სტილში და მოემზადნენ როგორც პირველი და მეორე ასაკობრივი ჯგუფის ლიდერები.
2003 წლის გაზაფხულზე სამმა შვეიცარიელმა სკაუტმა ლიდერმა იმოგზაურა
რაჭაში. პარალელურად მათ ჩაატარეს ლიდერებისა და ტრენერების მოსამზადებელი კურსი.
2003 წლის მაისში პროექტის შვეიცარიული მხარე გარდაიქმნა ასოციაციად
შვეიცარიის კანონმდებლობის შესაბამისად და ეწოდა “კავკასიის თანამშრომლობის პროექტი”. მისი მთავარი მიზანია ქართველ სკაუტებთან ურთიერთობის განვითარება და მათი დახმარება.
2003 წლის ზაფხულში ახლად მომზადებულ ლიდერებსა და ტრენერებს მიეცათ შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოეყენებინათ ის ცოდნა, რაც მათ მიიღეს.
რაჭაში ჩატარდა პირველი ბანაკი ბავშვებისა და ლიდერებისათვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. 11-15 წლის ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ბანაკში, სადაც იყო თამაშები, სკაუტური ტექნიკა და ოჩოპინტრე, ტყის სული. უფროსმა მონაწილეებმა ისწავლეს, როგორ გამხდარიყვნენ სკაუტი ლიდერები.
2004 წლის ზაფხულში ქვემო ქართლის სკაუტურმა მოძრაობამ მოაწყო
საზაფხულო ბანაკი ქვემო ქართლის რეგიონში, დმანისის რაიონში, პანტიანის
ტბასთან. ბანაკის მთავარი მიზანი იყო სკაუტინგის განვითარება რუსთავში
ახალგაზრდა ლიდერების ტრეინინგის გზით, ისე რომ მათ შეეძლოთ ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯგუფების შექმნა და წინამძღოლობა.
2004 წლის აგვისტოში ორგანიზებულ იქნა რაჭის საზაფხულო ბანაკი “ოლიმპოს მთის საიდუმლოებები”. ქართველ ლიდერებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გადაეცათ თავიანთი ცოდნა ლიდერების ახალი თაობისათვის და მიეღოთ ბუნებაში ბანაკებისა და კურსების ჩატარების შემდგომი გამოცდილება. ახალგაზრდა მონაწილეებმა მიიღეს რაზმის ლიდერის კვალიფიკაცია. პატარა მონაწილეებმა გამოსცადეს ბუნებაში და როგორც ბუნების ნაწილად ცხოვრება. ყველა მონაწილემ გამოსცადა სკაუტინგის საერთაშორისო მნიშვნელობა ქართველ და შვეიცარიელ სკაუტებს შორის ურთიერთობის საშუალებით.

2005 წლის ივნის-დეკემბერში ქქსმო-მ განახორციელა რუსთავსა და ქვემო ქართლში სკაუტინგის განვითარების პროექტი. პროექტის მთავარი მიზანი იყო სკაუტინგის განვითარება რუსთავსა და ქვემო ქართლში და მაღალ მოტივირებული ახალგაზრდა ლიდერების მომზადება, ისე რომ მათ შეეძლოთ ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯგუფების შექმნა და ხელმძღვანელობა, საზოგადოებისათვის სასიკეთო სხვადასხვა
საგანმანათლებლო, გასართობი და სოციალური პროგრამების მომზადება და
განხორციელება. პროექტის განმავლობაში ორგანიზებულ იქნა საზაფხულო სკაუტური ბანაკი იმერეთის რეგიონში, საჩხერის რ-ნში, სოფ. ჩონთოში. ბანაკის მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდა ლიდერების მომზადება, მათი დახმარება ახალგაზრდა თაობის ძირითადი მოთხოვნილებებისა და ინტერესების განსაზღვრაში და სწავლება, თუ როგორ შეიძლება ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ქქსმო-მ მოაწყო აგრეთვე საშემოდგომო სკაუტური ბანაკი კახეთის რეგიონში, გურჯაანის რაიონში. ბანაკის შედეგად მომზადებულ იქნა ახალი ლიდერები, რომელთაც შეუძლიათ დაგეგმონ,
განახორციელონ და შეაფასონ სკაუტური ღონისძიებები დამოუკიდებლად. ბანაკების გარდა ქქსმო-მ განახორციელა სხვადასხვა ღონისძიებები (ტრეინინგები, სემინარები, ლაშქრობები და სხვა).
2005 წლის აგვისტოში ორგანიზებულ იქნა რაჭის საზაფხულო ბანაკი, იმ მიზნით, რომ მონაწილეებს მიეღოთ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული შესაძლებლობები, გაზარდონ თავიანთი უნარი, თუ როგორ გააცნობიერონ, დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ შემდგომი საქმიანობები.
სკაუტი ლიდერების ტრეინინგი ჩატარდა უეტლიბერგში, შვეიცარიაში, 2005 წლის 10-დან 15 ოქტომბრამდე. ეს იყო ტრეინინგის კურსი ქართველი და შვეიცარიელი ლიდერებისთვის. ტრეინინგის შედეგად მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ცოდნა შემდეგ სფეროებში: სკაუტური უნარ-ჩვევები და სკაუტურ საქმიანობებში მათი ინტეგრირების მეთოდოლოგია; სკაუტური მოძრაობის საფუძვლები; ახალგაზრდების ჯგუფის გაძღოლის უნარი ასაკთან და გარემოსათან შესაბამისად; სკაუტური ღონისძიებების მომზადება, განხორციელება და შეფასება; ქართველი და შვეიცარიელი სკაუტი ლიდერების ტრანსკულტურული თანამშრომლობა.

პროექტის მომავალი
პროექტის მთავარი აქცენტი კეთდება ლიდერების ტრეინინგზე და ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერაზე. პროექტის მდგრადი განვითარების მიზნით CCP აგრძელებს მუშაობას თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების, ლიდერების შემდგომი ტრეინინგის და ახალი წევრების მოზიდვის მიმართულებით.

