სკაუტინგი საქრთველოში პირველად 1920-იან წლებში შემოვიდა ბრიტანული საქმიანი ორგანიზაციების მეშვეობით, ისიც მხოლოდ ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ ამ მოძრაობას მაშინ განვითარების საშუალება არ მისცა.

1992 წელს სკაუტინგით დაინტერესდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. სკაუტური ჯგუფების ჩამოყალიბებაში მათ დაეხმარა საფრანგეთის სკაუტები, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა მსოფლიო სკაუტურ ბიუროსთან და მის ოფისთან დსთ-ში. მოგვიანებით ჩამოყალიბდა საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია (სსმო). 1994 წელს ორგანიზაცია იურიდიულად გატარდა რეგისტრაციაში.
1997 წლის 26 დეკემბერს სსმო გახდა მსოფლიო სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის 147-ე წევრი.
სსმო-ს მიზნებია:
* ხელი შეუწყოს მოზარდი თაობის განვითარებას მათი სრული სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური პოტენციალის რეალიზაციას;
* შეუმნას მოზარდ თაობას პირობები თვითგამოხატვისა და საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის;
* ხელი შეუწყოს პიროვნების ჩამოყალიბებას ეროვნულ და მსოფლიო კულტურის ფასეულობებზე დაყრდნობით;
* ხელი შეუწყოს პროფესიული ინტერესების ჩამოყალიბებასა და პრაქტიკული ჩვევების დაუფლებას.
სსმო ახორციელებს შემდეგ საქმიანობებს:
* კოორდინაციას უწევს მცირე ჯგუფების საქმიანობას;
* აწყობს შეხვედრებს, ლექციებს, სემინარებს, გამოფენებს, ფესტივალებს, კონცერტებს, ექსპედიციებს, ექსკურსიებს, ლაშქრობებს, სპორტულ შეჯიბრებებს და სხვა ღონისძიებებს;
* აყალიბებს სხვადასხვა კლუბებს.
საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის პრეზიდენტია: ბატონი სანდრო ურუშაძე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
თბილისი, ჩაიკოვსკის 12/5
ტელ.: (+995 32) 93 48 18
ფაქსი: (+995 32) 93 48 18
ელ-ფოსტა: scoutsgeo@posta.ge

