ეკო პროექტი 2006-ის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებულია ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის მიერ, საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრთან და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან ერთად, ჩატარდა ტრენერების ტრეინინგი საქართველოში ეკო-კლუბების ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით. ტრენერების ტრეინინგი ჩატარდა ბორჯომში, სასტუმრო “ოლიმპში”, 10-12 მარტს. მასში ჩართული იყო 30 მონაწილე და მათ გარდა მოწვეული სპიკერები. ტრენერების ტრეინინგი დააფინანსა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო).

ტრენერების ტრეინინგის მიზანი იყო ეკო კლუბის ლიდერებისთვის იმ მეთოდებისა და აქტივობების გაცნობა, რომელთა გამოყენებაც მათ შეუძლიათ თავიანთ ეკო კლუბებში. დაახლ. 20 ეკო კლუბი შეიქმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში და თბილისში. ეკო კლუბების რაოდენობა გაცილებით მეტია 10-ზე, რაც დაგეგმილი იყო თავიდან ეკო პროექტის ლიდერების მიერ.

ტრენერების ტრეინინგის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრეინინგები სხვადასხვა მოწვეული სპიკერების მიერ, რომლებიც მიმართული იყო, რომ ეკო კლუბის ლიდერებს მიეღოთ ინფორმაცია ეკო კლუბების წარმატებული მართვისა და ეკო პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად აქტივობების დაგეგმვის შესახებ. ტრეინინგები მოიცავდა სასწავლო საქმიანობას ლიდერულ უნარ-ჩვევებზე, კლუბების მართვაზე, საზოგადოების მობილიზაციაზე, სკაუტინგზე, ბანაკების ორგანიზებასა და მართვაზე, გუნდურ მუშაობაზე და პრეზენტაციებს საქართველოს გარემოსდაცვითი პრობლემებზე. პროექტის ორგანიზატორების წარმომადგენლების გარდა, სპიკერები მოწვეული იყვნენ ვერლდ ვიჟენიდან, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობოების ქსელიდან, საგანანათლებლო ინიციატივების საქართველოს ასოციაციიდან.

ტრენერების ტრეინინგის ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატები, რომ ისინი არიან ეკო კლუბების ოფიციალური ლიდერები. ყველა მონაწილემ მიიღო ასევე “აქტივობების წიგნი”, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ შემდგომ საქმიანობაში.

