admin On January - 13 - 2009

იმერეთის რეგიონალური ეკო ბანაკი 2006 იყო პირველი, ორგანიზებული ეკო პროექტი 2006-ის ფარგლებში ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის მიერ, საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრთან და მშვიდობის კორპუსის მოხალისეებთან ერთად. ბანაკი ჩატარდა იმერეთის რეგიონში, საჩხერის რაიონში, სოფელ ჩონთოში 2006 წლის 12-17 ივნისს. მასში მონაწლეობდა 12-17 წლის ასაკის 25 სკოლის მოსწავლე ხონისა და დუშეთის რაიონებიდან და ქ. ხაშურიდან.ბანაკის მონაწილეები იყვნენ ადგილობრივი ეკო კლუბების წევრები, რომლებიც შეიქმნა 2006 წლის იანვრიდან ეკო პროექტი 2006-ის ფარგლებში.

ბანაკი დააფინანსა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიამ.

ეკო პროექტი 2006-ის, ისევე როგორც ბანაკის, მიზანი იყო გარემოს დაცვის აუცილებლობის შეგნების, ლიდერული, სკაუტური და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება საქართველოს ახალგაზრდებს შორის.

ბანაკი ჩატარდა ბუნებაში, კარვებში, ერთობის ატმოსფეროს შექმნისა და ლიდერობაზე, პასუხისმგებლობასა და გუნდურ მუშაობაზე უფრო მეტი აქცენტის გაკეთების მიზნით. ბანაკში ქქსმო-ს და მშვიდობის კორპუსის მოხალისეების წარმომადგენლებმა ჩაატარეს ღონისძიებები, რომ აემაღლებინათ მონაწილეების ცოდნა გარემოს დაცვასა და სკაუტინგზე. ღონისძიებები მიმართული იყო სკაუტური უნარ-ჩვევების და იმ რეგიონში არსებული სპეციფიკური გარემოსდაცვითი პრობლემების უფრო დეტალურად შესწავლაზე, სადაც ბანაკი ჩატარდა. რეგიონალურმა ბანაკმა შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება საკუთარი ქალაქებისა და რაიონების გარემოსდაცვით პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. ბანაკმა ახალაგაზრდებს საქართველოს ბუნების მრავალფეროვნების შესწავლის საშუალება მისცა.

Leave a Reply

ბმულები


Copyright 2010 - scouts.ge
Designed by Ramaz Matcharashvili