admin On January - 13 - 2009

ახალგაზრდული ბანაკი “ერთობა” განხორციელდა “საზოგადოებრივი ინვესტირების პროგრამა – დასავლეთი” (CIP-W) პროექტის ფარგლებში, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ BTC/SCP პროექტებში.

ბანაკი მოეწყო სოფელ სხვილისს მთაზე, ახალციხის რაიონში 17-დან 25 ივნისამდე.

დღეს საქართველოში ყველაზე მეტად ერთობა და ურთიერთობა ჭირს. ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემატურია და გამოირჩევა სამცხე-ჯავახეთის რეგიონი. სწორედ ამ მიზნით იქნა ორგანიზატორების მიერ შერჩეული ახალციხის რაიონი. სოფელი სხვილისი არის ძირძველი ქართული სოფელი, რომელიც ეთნიკური პრობლემების გამო ორნაწილად არის გაყოფილი, ქართულ და სომხურ სოფლებად. ამ სოფლებს შორის დღეს ურთიერთობა ფაქტიურად არ არსებობს. ასეთივე მდგომარეობა იყო იმ სოფლებშიც, რომლის მკვიდრი ბავშვებიც ამ ბანაკში მონაწილეობდნენ.

სწორედ ეს იყო ბანაკის უმთავრესი მიზანი, რომ ეს პრობლემები, რომლებიც ქართველებსა და სომხებს შორის არსებობს რაღაცნაირად მოგვარებულიყო. ბანაკში მონაწილეობა მიიღო 20 ქართველმა და 20 სომეხმა ბავშვმა ახალციხის რ-ნის სხვადასხვა სოფლებიდან და ბანაკის ძირითადი მიზანი იყო, რომ ამ ბავშვებს შორის ჩამოყალიბებულიყო მეგობრული ურთიერთობები, მათ გამოენახათ საერთო ენა, ერთად ეთამაშათ და ერთად ჩართულიყვნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, და საბოლოო ჯამში, დამსხვრეულიყო სტერეოტიპები, რომლებიც არსებობდა მათ ურთიერთობებში.

დღეს საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა აგრეთვე ლიდერული უნარ-ჩვევების არ ქონა. ეს განსაკუთრებით იგრძნობა ახალგაზრდებში. ახალგაზრდები იმ გარემოში, სადაც ისინი ცხოვრობენ, არ ცდილობენ, არ აქვთ იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ თავის გარშემო მყოფი ადამიანები დარაზმონ რაიმე კარგი საქმის გასაკეთებლად. სწორედ ამიტომ ბანაკის ერთ-ერთი მთვარი მიზანი იყო აგრეთვე ახალგაზრდა, მომავალი საქართველოს ლიდერების მომზადება, ხოლო დევიზი – “ლიდერები მომავალი საქართველოსთვის“.

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად მთელი ბანაკის განმავლობაში ბავშვებს უტარდებოდათ სხვადასხვა სახის ტრეინინგები, თამაშები სხავადასხვა სფეროებში, როგორიცაა: ლიდერული უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობა, ზოგადი განათლება სკაუტინგის შესახებ, ბუნებაში ორიენტაცია, ადამიანის და ბავშვის უფლებები, დემოკრატიული სახელმწიფო და ჩვენი უფლებები და მოვალეობები მასში, სკაუტური ტექნიკა, პირველადი დახმარება, ლაშქრობა და სხვ. მონაწილეობა მიიღეს ასევე სხვადასხვა სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებში. ძალიან დიდი აქცენტი იყო გაკეთებული იმაზე, რომ მათ ესწავლათ ერთ გუნდად ცხოვრება, ერთად მუშაოაბა და პრობლემების ერთად გადალახვა.

ბანაკის მრაფალფეროვანი პროგრამა ხელს უწყობდა იმას, რომ ბავშვებმა საერთოდ ვერ იგრძნეს როგორ გავიდა ეს დრო და ბოლოს უკვე ძალიან გული დაწყდათ, რომ მიდიოდნენ ბანაკიდან და ტოვებდნენ იქაურობას, თავიანთ მეგობრებს. ისინი იმდენად დამეგობრდნენ და გაუგეს ერთამნეთს, რომ ძალიან რთული იყო განშორების მომენტი.

ბანაკის მონაწილეები ერთი სოფლიდანაც კი იყვნენ წამოსული, მაგრამ ერთმანეთს არ იცნობდნენ და არ მეგობრობდნენ. ბანაკმა გადაჭრა ეს პრობლემა, დაახლოვა ისინი ერთმანეთს, წარმოიშვა დიდი მეგობრობა, რაც შემდგომში უფრო დიდ ურთიერთობაში გადაიზრდება და ხელს შეუწყობს იმ დიდ პრობლემის აღმოფხვრასა და გადაჭრას, რომელიც დაკავშირებულია ქართველებისა და სომხების ურთიერთობასთან.

Leave a Reply

ბმულები


Copyright 2010 - scouts.ge
Designed by Ramaz Matcharashvili