admin On January - 13 - 2009

ეკო (ბუნების ეკოლოგიური დაცვა) პროექტი 2006-ის მეორე რეგიონალური ეკო ბანაკი ჩატარდა ლაგოდეხის ნაკრძალში, კახეთის რეგიონში.

ეკო პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ახალგაზრდებს შორის გარემოს დაცვის აუცილებლობის შეგნების, გუნდური მუშაობის, ლიდერული და სკაუტური უნარ-ჩვევების განვითარებას. ბანაკი მიმდინარეობდა 28 ივნისიდან 4 ივლისამდე და მასში მონაწილეობდა 12-17 წლის 21 ახალგაზრდა.

ბანაკი ორგანიზებული იყო ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის მიერ საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრისა და მშვიდობის კორპუსის დახმარებით.

ბანაკმა ახალაგაზრდებს საქართველოს ბუნების მრავალფეროვნების შესწავლის საშუალება მისცა. მონაწილეები ცხოვრობდნენ კარვებში და პასუხისმგებელი იყვნენ საბანაკო ცხოვრებაზე. ბანაკის ღონისძიებები მოიცავდა სკაუტურ თამაშებს და ტრეინინგებს, ლექციებს გარემოს დაცვაზე, საზოგადოების რესურსების იდენტიფიკაციაზე და მობილიზაციაზე, ჩიტების თვალთვალზე, ტერიტორიების ნაგვისგან დასუფთავებასა და ბუნებაში ლაშქრობებს, ასევე მრავალრიცხოვან აქტივობებს, რომელთა მიზანიც იყო ბუნების დაცვის შეგნების ამაღლება და ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. რეგიონალურმა ბანაკმა შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება საკუთარი ქალაქებისა და რაიონების გარემოსდაცვით პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე.

ბანაკის მონაწილეები იყვნენ კახეთის რეგიონიდან. ისინი იყვნენ ადგილობრივი ეკო კლუბების წევრები, რომლებიც შეიქმნა ეკო პროექტის ფარგლებში 2006 წლის იანვრიდან.

ბანაკი დააფინანსა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიამ.

Leave a Reply

ბმულები


Copyright 2010 - scouts.ge
Designed by Ramaz Matcharashvili