ეკო (ბუნების ეკოლოგიური დაცვა) პროექტი 2006-ის მეოთხე, აჭარა/გურიის რეგიონალური ბანაკი ჩატარდა ბათუმის მახლობლად, ბოტანიკური ბაღის ჩაქვის მონაკვეთზე.
ეკო პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ახალგაზრდებს შორის გარემოს დაცვის აუცილებლობის შეგნების, გუნდური მუშაობის, ლიდერული და სკაუტური უნარ-ჩვევების განვითარებას. რეგიონალური ბანაკი მიმდინარეობდა 1-დან 5 ივლისამდე და მასში მონაწილეობდა 15 ახალგაზრდა აჭარიდან და 11 ახალგაზრდა გურიიდან.

ბანაკი ორგანიზებული იყო საქართველოს სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის მიერ საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრისა და მშვიდობის კორპუსის დახმარებით. მოწვეული სპიკერები იყვნენ ჩიტების თვალთვალის სპეციალისტები საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრიდან, საქართველოს მშვიდობის კორპუსის ადმინისტრაციიდან და ბოტანიკური ბაღის პერსონალიდან.

რეგიონალური ბანაკის თემა იყო “იპოვე შენი თავი ბუნებაში”, ხოლო აქტივობებბი ფოკუსირებული იყო ადამიანებისა და ბუნების ურთიერთქმედებაზე. ბანაკმა ახალაგაზრდებს საქართველოს ბუნების მრავალფეროვნების შესწავლის საშუალება მისცა. მონაწილეები ცხოვრობდნენ კარვებში და პასუხისმგებელი იყვნენ საბანაკო ცხოვრებაზე. ბანაკის ღონისძიებები მოიცავდა სკაუტურ თამაშებს, ამერიკულ სპორტულ თამაშებს, ლექციებს გარემოს დაცვაზე, საზოგადოების რესურსების იდენტიფიკაციაზე და მობილიზაციაზე, ჩიტების თვალთვალზე, ასევე მრავალრიცხოვან აქტივობებს, რომელთა მიზანიც იყო ბუნების დაცვის შეგნების ამაღლება და ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

ბანაკის მონაწილეები იყვნენ ჩოხატაურის ან ბათუმის ეკოლოგიური კლუბების წევრები, რომლებიც შეიქმნა ეკო პროექტის ფარგლებში 2006 წლის იანვრიდან.
ბანაკი დააფინანსა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიამ.


