ეკო (ბუნების ეკოლოგიური დაცვა) პროექტი 2006-ის მეხუთე რეგიონალური ეკო ბანაკი ჩატარდა ფოლადაურის ნაკრძალში, ბოლნისის რაიონში 18-დან 23 ივლისამდე. მასში მონაწილეობდა 12-17 წლის 15 ახალგაზრდა რუსთავიდან და ბოლნისიდან. ბანაკის მონაწილეები იყვნენ ადგილობრივი ეკო კლუბების წევრები, რომლებიც შეიქმნა ეკო პროექტის ფარგლებში 2006 წლის იანვრიდან.
ბანაკი ორგანიზებული იყო ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის მიერ, მშვიდობის კორპუსის დახმარებით.

ეკო პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ახალგაზრდებს შორის გარემოს დაცვის აუცილებლობის შეგნების, გუნდური მუშაობის, ლიდერული და სკაუტური უნარ-ჩვევების განვითარებას.
ბანაკში ქქსმო-ს და მშვიდობის კორპუსის მოხალისეების წარმომადგენლებმა ჩაატარეს ღონისძიებები, რომ აემაღლებინათ მონაწილეების ცოდნა გარემოს დაცვასა და სკაუტინგზე. ბანაკმა ახალაგაზრდებს საქართველოს ბუნების მრავალფეროვნების შესწავლის საშუალება მისცა. მონაწილეები ცხოვრობდნენ კარვებში და პასუხისმგებელი იყვნენ საბანაკო ცხოვრებაზე. ბანაკის ღონისძიებები მოიცავდა სკაუტურ თამაშებს და ტრეინინგებს, ლექციებს გარემოს დაცვაზე, საზოგადოების რესურსების იდენტიფიკაციაზე და მობილიზაციაზე. ასევე ჩატარდა მრავალრიცხოვანი აქტივობები, რომელთა მიზანიც იყო ბუნების დაცვის შეგნების ამაღლება და ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, მათ შორის ტერიტორიების ნაგვისგან დასუფთავება და ბუნებაში ლაშქრობები.

ბანაკი დააფინანსა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიამ.

