ეკო (ბუნების ეკოლოგიური დაცვა) პროექტი 2006-ის ნაციონალური ბანაკი ჩატარდა ქვაბისხევში, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე.
ეკო პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ახალგაზრდებს შორის გარემოს დაცვის აუცილებლობის შეგნების, გუნდური მუშაობის, ლიდერული და სკაუტური უნარ-ჩვევების განვითარებას. ნაციონალური ბანაკი დაიწყო 18 აგვისტოს და მასში მონაწილეობდა 12-14 წლის 35 ბავშვი. პირველი ჯგუფი ბანაკში დარჩა 7 ღამის განმავლობაში. მათ შემდეგ 27 აგვისტოს ჩამოვიდა 15-17 წლის 37 ახალგაზრდა და გაატარა ბანაკში მომდევნო 7 დღე.
ეკო პროექტი 2006-ის ნაციონალური ბანაკი ორგანიზებული იყო ქვემო ქართლის სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციის მიერ საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრისა და აშშ-ს მშვიდობის კორპუსის მოხალისეების დახმარებით. მოწვეული სპიკერები იყვნენ გარემოს დაცვის სპეციალისტები კავკასიის გარემოსდაცვის არასამთავრობოების ქსელიდან, ველური ბუნების მსოფლიო ფონდიდან და მშვიდობის კორპუსის საქართველოს ადმინისტრაციიდან.
ნაციონალური ეკო ბანაკის მიზანი იყო მთელი საქართველოდან ჩამოსული მონაწილეებისათვის ბუნებაში ცხოვრების უსაფრთხო და პოზიტიური გამოცდილების შექმნა, გარემოსა და ადამიანებს შორის ურთიერთქმედების გათვიცნობიერების ამაღლება, საქართველოს ბუნების ეკოლოგიური სისტემების შესახებ ცოდნის გაზრდა და პერსონალური და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება საქართველოს ბუნების დასაცავად.
მონაწილეები ცხოვრობდნენ ბუნებაში, კარვებში და პასუხისმგებელი იყვნენ საბანაკო მოვალეობებზე როგირცაა კოცონისთვის შეშის შეგროვება, ჭურჭლის რეცხვა და ბანაკის ტერიტორიის დასუფთავება. ნაციონალურმა ბანაკმა ახალაგაზრდებს საქართველოს ბუნების მრავალფეროვნების შესწავლის საშუალება მისცა. მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა და ქართველმა სკაუტმა ლიდერებმა განახორციელეს სხვადასხვა ეკოლოგიური და სკაუტური აქტივობები როგორიცაა, ბუნების რუკების შედგენა, განძის ძიება, გუნდური მუშაობის თამაშები და ლაშქრობები, ჩაატარეს სემინარები ძირითად ეკოლოგიურ მცნებებზე, კრიტიკულ აზროვნებაზე, გადაწყვეტილებების მიღებაზე და ვოლუნტერობაზე. ბანაკის ნღონისძიებები მოიცავდა ეროვნული პარკის ნაგვისგან დასუფთავებას, სკაუტურ თამაშებს და ტრეინინგებს, ამერიკულ სპორტულ თამშებს, ლექციებს საქართველოში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ურთიერთნდობის ჩამოყალიბების თამაშებს, ლექციებს საზოგადოების რესურსების იდენტიფიკაციაზე და მობილიზაციაზე და ბუნებაში ლაშქრობებს, ასევე მრავალრიცხოვან აქტივობებს, რომელთა მიზანიც იყო ბუნების დაცვის შეგნების ამაღლება და ლიდერული და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.
ბანაკის მონაწილეები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან: აჭარა, გურია, იმერეთი, კახეთი, ქვემო ქართლი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი (ქობულეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი, აბაშა, ხონი, ახალციხე, ბორჯომი, ხაშური, გორი, რუსთავი, თელავი, ახმეტა და სხვ.).
ბანაკის მონაწილეების უმრავლესობა იყო ადგილობრივი ეკო კლუბების წევრები, რომლებიც შეიქმნა ეკო პროექტის ფარგლებში 2006 წლის იანვრიდან. საქართველოში 20 აქტიურად მოქმედი ეკო კლუბები.
ნაციონალური ბანაკი დააფინანსა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს დემოკრატიის კომისიამ და ევრაზიის ფონდმა. ეEკო კლუბების საწყისი მუშაობა დააფინანსა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო).

