კავკასიის თანამშრომლობის პროექტი (CCP) ეხმარება ქართველ სკაუტებს ორგანიზაციის განვითარებაში, ასევე პერსონალურ განვითარებაში როგორც სკაუტი ლიდერების. უკანასკნელ ხანს CCP-ის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა პროექტების მენეჯმენტისა და განსაკუთრებით ფონდების ძიებასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა. სწორედ ამიტომ, 16-17 სექტემბერს რუსთავში CCP-მ ჩაატარა პროექტების
მართვის ტრეინინგი ქქსმო-ს 12 ლიდერისთვის. მისი მიზანი იყო იმ ქართველი სკაუტების რაოდენობის გაზრდა, რომელთაც აქვთ ცოდნა პროექტების მენეჯმენტისა და ფონდების ძიების ტექნიკაზე.
ტრეინინგი მოიცავდა შემდეგ თემებს:
* პროექტისა და დროის მენეჯმენტის სხვადასხვა ფაზები;
* რა არის ფონდების ძიება, როგორ ხდება მისი დაგეგმვა და როგორ ხორციელდება ეფექტურად;
* როგორ იწერება პროექტის დოკუმენტაცია ფონდებისთვის (სტრუქტურა და დონორები: პროექტის დოკუმენტების ადაპტირება დონორთან მიმართებაში; შინაარსი: მიზნები, მონაწილეები, ლიდერები, მეთოდები, ბიუჯეტი, პროექტის ისტორია; დონორების მოთხოვნები, ფონდების ლექსიკონი);
* როგორ შეიძლება სპონსორის პოვნა (ვებ-გვერდები, მონაცემთა ბაზები, როგორ შეიძლება ადგილობრივი და მცირე სპონსორების მოძებნა);
* როგორ იგეგმება ბიუჯეტი სკაუტური პროექტისთვის;
* პროექტის დოკუმენტაციის გაფორმება;
* ფინანსების გაკონტროლება სკაუტური პროექტის მიმდინარეობისას;
* სკაუტური პროექტის ფინანსური ანგარიშის გაკეთება;
* სკაუტური პროექტის შეფასება;
* პროექტის ანგარიშის მომზადება (სტრუქტურა და დონორები: პროექტის დოკუმენტების ადაპტირება დონორთან მიმართებაში; შინაარსი: რა მიზნები იქნა მიღწეული, თუ არა, რატომ, სწორი ფინანსური ანგარიში; ანგარიშის ლექსიკონი, ახალი პროექტების პერსპექტივა).
ტრეინინგის შედეგად მონაწილეებს შეუძლიათ:
* ეფექტურად დაგეგმონ სკაუტური პროექტი;
* გააკონტროლონ ფინანსები;
* სწორი ფინანსური ანგარიშის გაკეთება;
* სკაუტური პროექტის, ფინანსებისა და ბიუჯეტის შეფასება;
* პროექტის ანგარიშის მომზადება.
ყველა მონაწილემ მიიღო პროექტების წერის გამოცდილება და მათ აქვთ ყველა შესაძლებლობა, რაც აუცილებელია პროექტების მოსამზადებლად და განსახორციელებლად.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მიღწეულ იქნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი, მონაწილეები მუშაობდნენ ჯგუფში, სადაც მიიღეს არა მარტო გამოცდილება, არამედ ისწავლეს პასუხისმგებლობის გაზიარებაც.
ტრეინინგის შედეგად მონაწილეებს აქვთ არამარტო ცოდნა, ასევე მომზადებული პროექტები, ყველა მათგანს აქვს მნიშვნელოვანი მიზნები, დაგეგმილია რეალისტურად და უახლოეს მომავალში შესაძლებელია მათი განხორციელება.

